V I P

€60

საჭირო საბუთების ჩამონათვალი:


Lohnsteuerbescheinigung

ცნობა შემოსავლების შესახებ

ბანკის ანგარიშის რეკვიზიტები

პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი


მხოლოდ ორიგინალი დოკუმენტები!

თარგმნა, დამოწმება, ასლები – ყველაფერ ამას გავაკეთებთ ჩვენ.

მომსახურების აღწერა:

სრული ინფორმაცია საჭირო საბუთებისა და მათი მოპოვების შესახებ.

დოკუმენტების ატვირთვა მხოლოდ ფოტო ან PDF ფორმატით.

SMS და E-Mail შეტყობინება მომსახურების ყველა ეტაპზე.

სრულიად ციფრულად და ონლაინ, ყოველგვარი ფურცლების გარეშე.

მომსახურებით სარგებლობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ დროს.


 
ჩვენ ვუზრუნველყოფთ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტების დამუშავებას, სწორად მომზადებასა და გერმანიის საგადასახადო ორგანოში (ფინანცამტში) გაგზავნას შესაბამისი წესებისა და სტანდარტების დაცვით.

საჭიროების შემთხვევაში, გეხმარებით ფინანცამტთან მხოლოდ წერილობით კომუნიკაციაში, მათ შორის ელექტრონული ფოსტის ან სხვა წერილობითი შეტყობინების/ფორმის ტექსტის მომზადებაში, თარგმნასა და გაგზავნაში.

საბუთების ჩაბარების შემდეგ, საქმის განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და დამუშავების ვადები სრულად დამოკიდებულია საგადასახადო ორგანოზე. შესაბამისად, ჩვენ არ ვმონაწილეობთ აღნიშნულ პროცესში.

საქმის დამუშავების საშუალო სტატისტიკური პერიოდი 3–6 თვეს შეადგენს, რაც დოკუმენტების ჩაბარების (განხილვის დაწყების) დღიდან ითვლება. თუმცა, პროცესი ინდივიდუალურია და თანხის დაბრუნების ვადაც შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან იგი დამოკიდებულია ფინანცამტის სამუშაო დატვირთვასა და საქმის განხილვის პროცესებზე.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ წესები და პირობები, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ