IB • Steuerberater

სიახლეები

  • 🔸 Happy March Days!

    გილოცავთ დედის დღეს!

    ჩვენი გულწრფელი პატივისცემის ნიშნად, 3 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, თითოეულ ქალბატონ მომხმარებელს ვჩუქნით 10 ევროიან ფასდაკლების ვაუჩერს.

  • 🔸 ტრადიცია გრძელდება – საჩუქარი თქვენთვის!

    როგორც ყოველ წელს, ახლაც გვინდა, რომ თქვენი ერთგულება განსაკუთრებულად დავაფასოთ, ამიტომ წელს უკლებრივ ყველა მომხმარებლისთვის გვაქვს საჩუქარი.

    გამოიყენეთ ვაუჩერის კოდი …

სერვისები

ჩვენს შესახებ

სამყაროში, რომელიც სულ უფრო ციფრული ხდება, აუცილებელია, რომ სერვისები აკმაყოფილებდეს მომხმარებელთა საჭიროებებს. ჩვენი კომპანია, რომელიც დაარსდა 2020 წელს, სწორედ ამ პრინციპის ერთგულია და დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საიმედო პარტნიორის სტატუსს, გერმანიაში დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების მომსახურებაში.

გამჭვირვალე და თანამედროვე მიდგომით ჩვენ უკვე გვყავს 1500-ზე მეტი კმაყოფილი მომხმარებელი. სიღრმისეული ცოდნა ეფუძნება მუდმივად განახლებულ და დადასტურებულ ინფორმაციას შესაბამისი ორგანოებისგან. ჩვენ გვაქვს დეტალური სტატისტიკა თითქმის ყველა ქალაქის საგადასახადო სამსახურის შესახებ, რაც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად და ზუსტად.

ჩვენი სერვისი მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და კომფორტზე. შექმნილია რათა დაზოგონ თავიანთი დრო, ენერგია და დამატებითი ხარჯები, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან – ნებისმიერ დროს, სრულიად ციფრულად და ონლაინ, ყოველგვარი ქაღალდის გარეშე. სახლიდან გაუსვლელად უმოკლეს დროში შეიძინონ სასურველი მომსახურება და მიიღონ სრული ინფორმაცია საჭირო საბუთებისა და მათი მოპოვების შესახებ.

მუშაობის პრინციპი არის მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ჩვენი მომხმარებლისთვის, რაც უზრუნველყოფს დეტალური ინფორმაციის მიწოდებას, მომსახურების პროცესის ყველა ეტაპზე, მონაცემთა შეყვანიდან – თანხის დაბრუნებამდე.

მომსახურების პირობების შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენს მიერ განხორციელებულ სრულ პროცესზე. ყოველთვის მზად ვართ, სიამოვნებით ვუპასუხოთ ყველა შეკითხვას და დავეხმაროთ მომხმარებელს კონკრეტული საკითხის მოგვარებაში.

პროფესიონალი თანამშრომლებისგან შემდგარი ჩვენი გუნდი არა მხოლოდ საშემოსავლო გადასახადის სწრაფ და ეფექტურ დაბრუნებას გთავაზობთ, არამედ სერვისს, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, გამჭვირვალობაზე, მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე.

რას ამბობენ ჩვენი მომხმარებლები ჩვენზე

ჩვენი მომხმარებლის აზრი და შეფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი მიმოხილვა საშუალებას გვაძლევს მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.

მადლობას გიხდით დაფასებისა და შეფასებისთვის. 💙 თქვენი კმაყოფილება ჩვენი წარმატებაა.

Facebook გვერდის საერთო რეიტინგია 5 45 შეფასების საფუძველზე.

მთავარი