წესები და პირობები (AGB)
ბოლო განახლება: 01.12.2025
სახელწოდება: IB Steuer
საიტი: www.ib-steuer.ge
§1. ტერმინთა განმარტებები
მოცემული წესები და პირობები (შემდგომში – „ხელშეკრულება“) არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას IB Steuer-სა (შემდგომში – „მომსახურების გამწევი“) და მომხმარებელს შორის, საიტზე არსებული ტექნიკური სერვისების შეძენისას.
-
„სერვისი“ ( Datenerfassung / Büroservice): მომხმარებლის მიერ მოწოდებული მზა მონაცემებისა და დოკუმენტაციის მიღება, მათი ტექნიკური დამუშავება (გადაწერა) და გერმანიის საგადასახადო ორგანოში (Finanzamt) გადაგზავნა შესაბამისი სტანდარტებით. სერვისი წარმოადგენს მხოლოდ ტექნიკურ და საოფისე დახმარებას (Büroservice) და არ მოიცავს მოწოდებული ინფორმაციის იურიდიულ ან შინაარსობრივ შემოწმებას.
-
„საიტი / პირადი ანგარიში“: მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შექმნილი პროფილი, რომელიც გამოიყენება პირადი ინფორმაციის/დოკუმენტების ასატვირთად და კომუნიკაციისთვის.
-
„Finanzamt / Finanzkasse / Sachbearbeiter“: გერმანიის საგადასახადო ორგანო, საფინანსო სალარო და საქმისმწარმოებელი თანამშრომელი. აღნიშნული საჯარო სამართლის სუბიექტები არ წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების მხარეებს.
§2. ხელშეკრულების დადება და შესრულების დაწყება
-
საიტზე სერვისის შეძენისას მომხმარებელი ადასტურებს სრულ და უპირობო თანხმობას წინამდებარე მომსახურების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
-
ხელშეკრულება მხარეებს შორის დადებულად ითვლება მას შემდეგ, რაც:
-
მომხმარებელი დაადასტურებს შეკვეთას და განახორციელებს გადახდას;
-
მომსახურების გამწევი მომხმარებელს გაუგზავნის შეკვეთის დადასტურების შეტყობინებებს.
-
- შეძენის განხორციელებით და საიტზე შესაბამისი ველის მონიშვნით, მომხმარებელი მომსახურების გამწევს ანიჭებს უფლებამოსილებას (ტექნიკურ მანდატს), რომ მისი სახელით გადააგზავნოს მიწოდებული დოკუმენტაცია შესაბამის ორგანოში. ასევე ანიჭებს უფლებამოსილებას, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტებზე გადაიტანოს მომხმარებლის სახელი და გვარი (ხელმოწერის სახით). ამით მომხმარებელი წინასწარ აცხადებს სრულ თანხმობას აღნიშნულ პროცედურაზე, აღიარებს მას საკუთარ ნებაყოფლობით ხელმოწერად და იღებს სრულ პასუხისმგებლობას მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სისწორეზე.
- მომსახურების გამწევი არ იღებს ან/და არ აწარმოებს სერვისს, თუ არსებობს სამართლებრივი ან სანქციური რისკი, მომხმარებლის არასაკმარისი იდენტიფიკაცია ან არასრული დოკუმენტაცია, ან/და თუ არსებობს კონკრეტული ფაქტების ან კომუნიკაციის საფუძველზე მიღებული უარის თქმის გადაწყვეტილება.
§3. მომსახურების საგანი, ფარგლები და შეზღუდვები
მომსახურების გამწევი ახორციელებს:
-
მხოლოდ ტექნიკურ დახმარებას: მომხმარებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტებიდან მონაცემების გადაწერას და მათ ფორმალურ გაგზავნას Finanzamt-ში.
-
საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დახმარებას Finanzamt-სა და Finanzkasse-სთან კომუნიკაციაში, ექსკლუზიურად მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ფარგლებში.
-
მომხმარებლის ინფორმირებას მომსახურების ტექნიკური სტატუსის შესახებ.
მომსახურების გამწევი არ ახორციელებს (მნიშვნელოვანი შეზღუდვა):
-
არავითარი საგადასახადო კონსულტაცია: საიტის მიერ არ ხორციელდება საგადასახადო კონსულტაცია გერმანიის „საგადასახადო კონსულტაციის შესახებ კანონის“ (Steuerberatungsgesetz – StBerG) შესაბამისად.
-
მომსახურების გამწევი არ ამოწმებს მომხმარებლის დოკუმენტების საგადასახადო-სამართლებრივ სისწორეს, არ აფასებს მათ კანონიერებას და არ გასცემს რეკომენდაციებს გადასახადების ოპტიმიზაციის ან შემცირების მიზნით.
-
ვებგვერდზე ნაჩვენები ან/და მომხმარებელთან გაზიარებული ნებისმიერი სავარაუდო გამოთვლა ან გადასახადის შესაძლო დაბრუნების ციფრი წარმოადგენს მხოლოდ არასავალდებულო, საინფორმაციო-ტექნიკურ მაჩვენებელს. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ Finanzamt, ხოლო საიტის გამოთვლები არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას.
-
მომსახურების გამწევი არ ერთვება მესამე მხარესთან (დამსაქმებელი, შუამავლები, აგენტები, ბანკები) არსებულ დავებსა და კომუნიკაციაში.
§4. მომხმარებლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
მომხმარებელი ვალდებულია:
-
რეგისტრაციისას საიტზე შეიყვანოს სრული, ზუსტი და უტყუარი პერსონალური მონაცემები.
-
წარმოადგინოს სრული და დაზუსტებული მონაცემები შესაბამისი საგადასახადო წლის შემოსავლებისა და ნამუშევარი პერიოდის შესახებ როგორც გერმანიაში, ისე საქართველოში.
-
ატვირთოს ყველა საჭირო დოკუმენტი (Lohnsteuerbescheinigung, შემოსავლების ცნობა, საბანკო რეკვიზიტები და სხვა) საიტზე მითითებული მოთხოვნების მიხედვით.
-
მოგვაწოდოს სწორი საბანკო მონაცემები (IBAN/SWIFT) და დაუყოვნებლივ გვაცნობოს მათი ცვლილების შესახებ.
- სერვისის შეძენამდე დეტალურად გაეცნოს სერვისის აღწერას, პირობებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რადგან შეძენისას ეთანხმება მათ.
-
დროულად უპასუხოს მომსახურების გამწევისა თუ Finanzamt-ის მოთხოვნებს, წერილებსა და დამატებითი განმარტებების მოთხოვნას. ტექნიკური პროცესის შეფერხება კლიენტის პასუხისმგებლობაა.
-
არ გაასაჯაროოს მომსახურების გამწევისგან მიღებული შიდა კომუნიკაცია, მიმოწერა ან სამუშაო დოკუმენტები, რაც წარმოადგენს სერვისის კონფიდენციალურ ინფორმაციას.
მომხმარებლის პასუხისმგებლობა:
-
შინაარსობრივი სიზუსტე: გადასაგზავნი დეკლარაციის შინაარსობრივ, ფაქტობრივ და სამართლებრივ სიზუსტეზე სრული და ექსკლუზიური პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, რადგან მონაცემთა შეყვანა ხდება მხოლოდ მომხმარებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
-
არასწორი, ყალბი ან არასრული მონაცემების მიწოდებით გამოწვეულ ნებისმიერ სამართლებრივ ან ფინანსურ შედეგზე (მათ შორის Finanzamt-ის მხრიდან სანქციებზე) პასუხისმგებელია მხოლოდ მომხმარებელი.
-
მომხმარებელი ასევე ვალდებულია აანაზღაუროს ის ხარჯები, რომლებიც მომსახურების გამწევს წარმოეშობა მის მიერ არასწორი ან დაგვიანებული ინფორმაციის მიწოდების გამო.
§5. მომსახურების გამწევის ვალდებულებები და პასუხისმგებლობის შეზღუდვა
მომხმარებელთან ურთიერთობაში მომსახურების გამწევი კისრულობს ვალდებულებას:
-
იმოქმედოს პროფესიული, ტექნიკური და საორგანიზაციო სტანდარტების შესაბამისად;
-
შეაფასოს მიღებული დოკუმენტების ტექნიკური მდგომარეობა (წაკითხვადობა, ვიზუალური მთლიანობა, ფაილის ფორმატის შესაბამისობა) და წინასწარ გააცნოს მომხმარებელს შესაძლო ტექნიკური შეზღუდვები/ხარვეზები;
-
დაამუშაოს (გადაწეროს) და გადააგზავნოს მიწოდებული მასალა გონივრულ ვადებში და რეგულარულად ასახოს საქმის წარმოების ტექნიკური პროგრესი მომხმარებლის პირად ანგარიშზე (საიტზე);
-
მაქსიმალურად დაიცვას პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება;
-
საჭიროების შემთხვევაში, Finanzamt-ის მიერ დადგენილი განხილვის ოფიციალური ვადის გასვლის შემდეგ, მომხმარებლის დავალებით გადაამოწმოს საქმის მიმდინარეობის ტექნიკური სტატუსი (მაგ. მიმდინარეობს თუ არა განხილვა) და მიღებული ინფორმაცია გაუზიაროს მომხმარებელს;
-
Finanzamt-ის მხრიდან ტექნიკური მოთხოვნის ან წერილის მიღების შემთხვევაში, გონივრულ ვადაში დაუკავშირდეს და გადასცეს მას შესაბამისი დოკუმენტი ან ინფორმაცია;
-
საქმის წარმოების დასრულებამდე უპასუხოს მომხმარებლის საინფორმაციო-ტექნიკურ შეკითხვებს, წინამდებარე მომსახურების პირობებისა და მინიჭებული ტექნიკური მანდატის ფარგლებში.
Finanzamt-თან (საგადასახადო ორგანოსთან) ურთიერთობაში მომსახურების გამწევი ვალდებულია:
-
იმოქმედოს მხოლოდ მომხმარებლის მიერ მინიჭებული ტექნიკური მანდატის, უფლებამოსილებისა და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში;
-
წარადგინოს საგადასახადო დეკლარაცია და ტექნიკურად გადააგზავნოს მომხმარებლის მიერ მომზადებული ფაქტობრივი მონაცემები, ყოველგვარი სამართლებრივი/საგადასახადო ინტერპრეტაციისა თუ კონსულტაციის გარეშე;
-
საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურად გადააგზავნოს Finanzamt-ში მომხმარებლის მიერ დამატებით მოწოდებული დოკუმენტები ან ინფორმაცია.
მომსახურების გამწევი არ არის პასუხისმგებელი:
-
დამსაქმებლის შეცდომებზე: მომხმარებლის დამსაქმებლის მიერ გაცემულ საგადასახადო ფურცელში (Lohnsteuerbescheinigung) მითითებული მონაცემების (ხელფასი, დაკავებული გადასახადები, საგადასახადო კლასი, საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვა) სისწორეზე – აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება დამსაქმებელს;
-
Finanzamt-ის ბიუროკრატიაზე: Finanzamt-ის მიერ დეკლარაციის განხილვისა და დამუშავების ვადებზე, მათ მიერ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნასა თუ საბოლოო ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაზე (Bescheid) – აღნიშნულზე პასუხისმგებელია მხოლოდ Finanzamt;
-
საფოსტო შეფერხებებზე: გერმანიის ან საქართველოს საფოსტო და საკურიერო სერვისების მიერ ოფიციალური წერილებისა თუ დოკუმენტების დაგვიანებით ჩაბარებაზე, მიუწოდებლობაზე ან დაკარგვაზე — აღნიშნულზე პასუხისმგებელია შესაბამისი საფოსტო სამსახური;
-
Finanzkasse-ს მოთხოვნებზე: Finanzkasse-ის (საფინანსო სალაროს) მხრიდან წარმოშობილ ნებისმიერ დამატებით მოთხოვნაზე (მაგალითად, საბანკო რეკვიზიტების ხელახალი გადამოწმება ან იდენტიფიკაცია, ტრანზაქციის განხორციელების დაგვიანება-ხარვეზებზე) – აღნიშნულზე პასუხისმგებელია Finanzkasse;
-
საბანკო ტრანზაქციებზე: საერთაშორისო ან ადგილობრივი გადარიცხვის სიჩქარეზე, მომხმარებლის ანგარიშზე თანხის ასახვის ვადებზე, აგრეთვე შუამავალი ან მიმღები კომერციული ბანკების მიერ დაკისრებულ ნებისმიერ საკომისიოზე – აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მესამე მხარე საბანკო ინსტიტუტებს;
-
საბანკო უთანხმოებებზე: ჩარიცხულ თანხასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებელსა და მის მომსახურე ბანკს შორის არსებული შიდა რეგულაციებით ან შეუსაბამობებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თანხის უკან (გერმანიაში) დაბრუნება – აღნიშნულზე პასუხისმგებელია თავად მომხმარებელი ან/და ქართული ბანკი;
-
საბოლოო თანხის ოდენობაზე: Finanzamt-ის მიერ დასაბრუნებელი ან გადასახდელი საბოლოო თანხის ოდენობაზე. აღნიშნული თანხა გამოითვლება Finanzamt-ის შიდა კალკულაციისა და მომხმარებლის პირადი მონაცემების მიხედვით, დეკლარაციის დამუშავების შედეგად, რაზეც პასუხისმგებელიც თავად Finanzamt-ია;
-
ფორსმაჟორსა და სხვა პირთა მოქმედებებზე: Finanzamt-ის, Finanzkasse-ს, კომერციული ბანკების, საფოსტო სერვისების, დამსაქმებლის ან თავად მომხმარებლის შეცდომით, დაუდევრობით, ვადების დარღვევით ან ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ შეფერხებასა თუ ზიანზე – პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის ორგანოს, მესამე პირს ან თავად მომხმარებელს.
§6. მესამე მხარეები (Finanzamt / Finanzkasse / Sachbearbeiter)
-
გერმანიის საგადასახადო ორგანო (Finanzamt), საფინანსო სალარო (Finanzkasse) და საქმისმწარმოებელი თანამშრომელი (Sachbearbeiter) არ წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს. აღნიშნული სუბიექტები მოქმედებენ დამოუკიდებლად, გერმანიის საჯარო სამართლისა და შიდა რეგლამენტის საფუძველზე.
-
მხოლოდ ეს სახელმწიფო ორგანოები არიან პასუხისმგებელნი საგადასახადო დეკლარაციის შინაარსობრივ დამუშავებაზე, ოფიციალური საგადასახადო გადაწყვეტილების (Steuerbescheid) გაცემასა და შესაბამისი გადარიცხვის დავალების გაცემაზე Finanzkasse-სთვის. მომსახურების გამწევს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი ჩაერიოს მათ შინაარსობრივ გადაწყვეტილებებში.
-
დეკლარაციის დამუშავების ვადები სრულად დამოკიდებულია აღნიშნული უწყებების შიდა დატვირთვაზე, ინფორმაციის გადამოწმების სირთულესა და საჭიროების შემთხვევაში, მათ მიერ მომხმარებლისგან დამატებით მოთხოვნილ დოკუმენტებზე, რაზეც მომსახურების გამწევი გავლენას ვერ მოახდენს.
- გერმანიის საგადასახადო კოდექსის (Abgabenordnung – AO) მიხედვით, საგადასახადო ორგანოსთვის დეკლარაციის განხილვის ფიქსირებული ვადა დადგენილი არ არის. უწყებას აქვს უფლება და პასუხისმგებლობა, საქმის დამუშავება აწარმოოს ნებისმიერი ვადით, რაც მასალების სრულყოფილად შესასწავლად დასჭირდება. აღნიშნული პროცესი წარმოადგენს სახელმწიფო უწყების დამოუკიდებელ პრეროგატივას, მასში გარე პირთა ჩარევა ან მისი იძულებითი დაჩქარება სამართლებრივად შეუძლებელია.
§7. მომსახურების ღირებულება და გადახდის წესი
-
მომსახურების ფიქსირებული ღირებულება მოცემულია საიტზე, შეკვეთის გვერდზე, შესაბამისი ტექნიკური პაკეტის მიხედვით.
-
ფასი წარმოადგენს ფიქსირებულ საფასურს მონაცემთა შეყვანისთვის დახარჯული დროისა და საოფისე მომსახურებისათვის (ტექნიკური მომსახურება). ეს საფასური არანაირად არ არის დამოკიდებული მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი თანხის ოდენობაზე ან Finanzamt-ის საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
-
მითითებული ღირებულება მოიცავს მხოლოდ ერთი კონკრეტული საგადასახადო წლის დეკლარაციის ტექნიკურ მომსახურებას.
-
მომსახურების გაწევა იწყება მხოლოდ საფასურის სრულად გადახდისა და მომხმარებლის მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ატვირთვის/დადასტურების შემდეგ.
§8. მონაცემთა დაცვა და კონფიდენციალურობა (GDPR / DSGVO შესაბამისობა)
-
მომსახურების გამწევი ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საერთო რეგულაციისა (GDPR/DSGVO) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
მუშავდება მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც აუცილებელია საოფისე-ტექნიკური სერვისის შესასრულებლად. ეს მოიცავს: მომხმარებლის სამუშაო და შემოსავლების შესახებ ინფორმაციას, საგადასახადო იდენტიფიკატორებს, საბანკო რეკვიზიტებსა და ატვირთულ პირად დოკუმენტაციას.
-
საჭიროების მიხედვით, მომსახურების შესრულების მიზნით, მონაცემები უსაფრთხო გზით გადაეცემა გერმანიის საგადასახადო ორგანოს (Finanzamt), საფინანსო სალაროს (Finanzkasse), ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – შესაბამის სასამართლოებსა და სახელმწიფო ორგანოებს.
-
პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა განისაზღვრება საგადასახადო და საარქივო კანონმდებლობით დადგენილი მაქსიმალური პერიოდით, რის შემდეგაც მონაცემები იშლება ან ანონიმურდება.
-
მომხმარებელს, როგორც მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს მოითხოვოს წვდომა თავის პერსონალურ მონაცემებზე, მათი შესწორება, დამუშავების შეზღუდვა ან წაშლა კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.
-
პროფესიული საიდუმლოების და კონფიდენციალურობის მკაცრი ვალდებულება თანაბრად ვრცელდება როგორც უშუალოდ მომსახურების გამწევზე, ისე მის ყველა იმ თანამშრომელზე, რომლებსაც შეხება აქვთ მომხმარებლის ინფორმაციასთან.
§9. მომსახურების შეწყვეტა, გაუქმება და ანაზღაურება
-
მომხმარებლის ინიციატივით: მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, სერვისის ტექნიკურ დასრულებამდე, მოითხოვოს პროცესის შეწყვეტა. ამ შემთხვევაში, გადახდილი მომსახურების საფასური უკან არ ბრუნდება, ვინაიდან აღნიშნული საფასური ფარავს მომსახურების გამწევის მიერ უკვე გაწეულ საოპერაციო და ტექნიკურ სამუშაოს.
-
მომსახურების გამწევის ინიციატივით: მომხმარებლის მხრიდან წინამდებარე პირობების ან ვალდებულებების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში (მაგალითად: ყალბი დოკუმენტების მოწოდება, კონკრეტულ საკითხებზე დაგვიანებული რეაგირება, არათანამშრომლობა, კომუნიკაციის პრობლემა ან/და სხვა მსგავსი გარემოებები), მომსახურების გამწევი უფლებამოსილია, წინასწარი შეტყობინებების საფუძველზე, შეწყვიტოს მომსახურება. ამ შემთხვევაშიც, გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
-
მომსახურების გამწევის ბრალეულობით: გადახდილი მომსახურების საფასური სრულად ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გამწევმა საკუთარი ბრალეულობით, დაუდევრობით ან წინამდებარე პირობების უგულებელყოფით საერთოდ არ შეასრულა ნაკისრი ტექნიკური ვალდებულებები და აღნიშნული ფაქტი სრულად იქნება დასაბუთებული და დადასტურებული.
** მომსახურების გამწევი არ არის პასუხისმგებელი Finanzamt-ის მიერ მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ან დამუშავების პროცესის ხანგრძლივობაზე. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან დეკლარაციის დაგვიანებით დამუშავება, პროცესის გახანგრძლივება ან კალკულაციის სხვაობა არ წარმოადგენს მომსახურების საფასურის უკან დაბრუნების საფუძველს!
-
მონაცემთა გადაცემა და წაშლა: მომსახურების შეწყვეტისას, მომხმარებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების გამწევი მას გადასცემს საიტზე ატვირთულ პირად დოკუმენტებს და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში (საარქივო ვალდებულებების გათვალისწინებით) წაშლის მის პერსონალურ ინფორმაციას.
§10. ინტელექტუალური საკუთრება და საიტის გამოყენება
-
ვებგვერდზე განთავსებული ყველა სახის ინფორმაცია და მასალა (ტექსტები, გრაფიკული გამოსახულებები, ფოტოები, შაბლონები, ბრენდის ატრიბუტიკა, სტატიები, ბლოგპოსტები, აგრეთვე მომსახურების გამწევსა და მომხმარებელს შორის არსებული ნებისმიერი სახის მიმოწერის შინაარსი) წარმოადგენს მომსახურების გამწევის (IB Steuer) ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია საავტორო უფლებების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით.
-
კატეგორიულად აკრძალულია აღნიშნული ობიექტებისა და ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით უნებართვო კოპირება, რეპროდუცირება, გავრცელება, გაზიარება ან კომერციული მიზნებისთვის გამოყენება მომსახურების გამწევის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
-
წინამდებარე პირობების დარღვევის ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ხელყოფის შემთხვევაში, დამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული სამართლებრივი და მატერიალური პასუხისმგებლობა.